დავით გუნაშვილის საქმე - მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა
საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული დავით გუნაშვილის პროცესი მიმდინარეობს - ამ წუთებში მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.
სწორედ ლელა ცაგარეიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, აქტივიტს დარბაზიდან გაათავისუფლებს თუ ადმინსიტრაციულ პატიმრობაში გაუშვებს.
დავით გუნაშვილი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია. ის პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან აღდგომის მეორე დღეს აქციაზე დააკავა.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ გუნაშვილი სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს, რადგან აქციის მონაწილის მხრიდან სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.