საბას პროცესზე ვინც ვიყავით, ყველას დაგვირეკეს, მირიან ქავთარაძეს შეურაცხყოფა მიაყენეთ, გამოძიება დავიწყეთო - სხვიტარიძის ძმა

23.04.25 15:55
საბას პროცესზე ვინც ვიყავით, ყველას დაგვირეკეს, მირიან ქავთარაძეს შეურაცხყოფა მიაყენეთ, გამოძიება დავიწყეთო - სხვიტარიძის ძმა

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმას და ახლობლებს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან - როგორც სხვიტარიძის ძმა სოციალურ ქსელში წერს, გამომძიებელებმა ყველას დაურეკეს, ვინც საბას პროცესზე იყო და უთრეს, რომ მათ წინააღმდეგ ამოძება დაიწყეს. 

"მირიან ქავთარაძემ თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს საბას ოჯახის წევრების და მეგობრების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა" - წერს თორნიკე სხვიტარიძე სოციალურ ქსელში. 

"დეტექტივების სამმართველოდან დამირეკეს  მირიან ქავთარაძეს შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოში და გამოკითხვაზე ხართ დაბარებული გამოძიება დავიწყეთო. 
ანუ მირიან ქავთარაძე, რომელიც ე.წ დაზარალებულია საბას საქმეში და 17 აპრილს ცრუ ჩვენებაც მისცა,  სამსახურში დაბრუნდა და თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს საბას ოჯახის წევრების და მეგობრების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა. 
მხოლოდ მე არა, საბას პროცესზე ვინც იყო თითქმის ყველას დაურეკეს.
მირიანი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, მთლად ვერ გვაწამებს , მაგრამ ადმინისტრაციული წესით მისი დეპარტამენტი გაგვასამართლებს. დიქტატურა მეტი არაფერია".- წერს სხვიტარიძის ძმა. 

მსგავსი სიახლეები