ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

23.04.25 17:49
ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის უცხოელი ადვოკატები  გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. 

ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი წერს, რომ ინფრომაცია ბაჩიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის სარწმუნო მუქარის შესახებ ორი  უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო. 

ამსტერდამი საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ ვინ დგას ამ სავარაუდო შეთქმულების უკან.

წერილიდან ვიგებთ იმასაც, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა უფლებამდაცველს ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნების უფლება მისცა. 

ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი სახიფათო სიტუაციიდან გამომდინარე, ბ-ნი ამსტერდამის იურიდიულ გუნდს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაავრცელოს ეს განცხადება და მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს საერთაშორისო დონეზე, უზრუნველყონ ბატონი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ ისინი, ვინც ამ სავარაუდო შეთქმულების უკან დგას", - წერია განცხადებაში.

ამსტერდამი არ გამორიცხავს, რომ ბაჩიაშვილის შესაძლო მკვლელობას ის უცხო ძალები გეგმავენ, რომლებიც საქართველოში სიტუაციის გაუარესებით არიან დაინტერესებულნი. 

ამსტერდამმა და მისმა პარტნიორებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე 18 გვედიანი დოკუმენტი მოამზადეს, სადაც გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ არსებული საქმე დეტალურად არის განხილული. 

დოკუმენტში საუბარია, ჰიბრიდულ ომზე, ჩინეთის შესაძლო გავლენებზე, ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევაზე და სხვა. 

ერთ-ერთ თავში ნახსენებია ივანიშვილი, როგორც "კრემლის აქტივი საქართველოში".

მსგავსი სიახლეები