ჩხუბი და დაპირისპირება სასამართლოში და ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვებული სამოქალაქო აქტივისტები
ფიზიკური დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - მანდატურებმა ახალგაზრდები ჯერ ძალის გამოყენებით დარბაზიდან გამოყარეს, შემდეგ კი დერეფანში ფიზიკურად სათითაოდ ათრევდნენ და იატაკზე აგდებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი ახალგაზრდა შეუძლოდ გახდა. ამის ამსახველი კადრები დღეს "პირველებმა" გადაიღო.
"პირველების" ინფორმაციით, ფიზიკური ანგარიშსწორების ბრძანებებს პირადად მანდატურის სამსახურის უფროსი გასცემდა. ხმაური და დაპირისპირება შენობაში მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. აღდგომის დღესასწაულზე დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. შემდეგ კი იმ დღეს დაკავებული ყველა პირი საპატიმრო დაწესებულებაში ერთმანეთის მიყოლებით გაუშვეს.
დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.