ხელჩართული ჩხუბი სასამართლოში - როგორია დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა
ხელჩართული ჩხუბი სასამართლოში - გურამ ღონღაძე თბილისის საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიღო.
ახალგაზრდა მამაკაცს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს, მათ შორის ნაკაწრები მთელ სხეულზე. ახალგაზრდა აქტივისტმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა ის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სხვა ახალგაზრდებთან ერთად დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
აქტივისტები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც 21 აპრილს დაკავებულ ლევან ზაზაძეს მოსამართლემ 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გურამ ღონღაძეს სხვადასხვა გამოკვლევები უტარდება და ცოტა ხანში გახდება ცნობილი, რა გახდა მისი სუნთქვის უკმარისობის მიზეზი და აქვს თუ არა მას ნეკნის მოტეხილობა.