ვეფხია კასრაძის მიმართვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს

23.04.25 20:57
ვეფხია კასრაძის მიმართვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს

"მიჩნდება იმედი, თქვენო ღირსებავ, ამ ღირსებას, რაც მოსამართლეს ევალება ღირსეულად გაართმევთ თავს და სამართლიან განაჩენს დააყენებთ", - ამ სიტყვებით მიმართა აქციაზე დაკავებულმა 5 შვილის მამამ, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ვეფხვია კასრაძემ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.

კასრაძის განცხადებით, თვითონ და სხვა სინდისის პატიმრები უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები. 

არ არსებობს აბსოლუტურად არანაირი საფუძველი იმისა, რომ დღეს ვიმყოფებოდეთ პატიმრობაში. აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ამისი. მე მიჩნდება იმედი, რომ თქვენ თქვენო ღირსებავ, ამ ღირსებას, რაც მოსამართლეს ევალება ღირსეულად გაართმევთ თავს და სამართლიან განაჩენს დააყენებთ", - ამბობს ვეფხვია კასრაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი გაიმართა. ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის საქმე საინქცირებულმა თამარ მჭედლიშვილმა განიხილა, რომელიც "კლანის" წარმომადგენლის, ლეანი მურუსიძის ცოლის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია. 

მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს დაკავებულია 13 პირი.

ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

მსგავსი სიახლეები