შსს-მ ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

23.04.25 21:05
შსს-მ ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

ლაშა ჩხარტიშვილი დაკავების მოლოდინშია - შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ახლა ჯერი სანქცირებულ მოსამართლე ზვიად ცეკვავაზეა, რომელიც "ლეიბორისტული პარტიის" წევრის საქმეს განიხილავს. მოსამართლე გადაწყვეტილებას 17 მაისს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" წევრს საპროტესტო აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.