ჩიქოვანი: პროტესტის ჩასახშობად რეჟიმი ახალ ეტაპზე, დაკავებებზე გადავიდა

23.04.25 22:12
ჩიქოვანი: პროტესტის ჩასახშობად რეჟიმი ახალ ეტაპზე, დაკავებებზე გადავიდა

აღდგომის დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავების უკან "ფარის" წევრი, კახაბერ ჩიქოვანი ოლიგარქის გუნდის მიერ მოქალაქეების დაშინების მცდელობას ხედავს. 

კახაბერ ჩიქოვანი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ პროტესტის ჩასახშობად ივანიშვილის რეჟიმი, თავდაპირველად, ფინანსურ სანქციებს იყენებდა, თუმცა მისივე განმარტებით, როდესაც "ოცნება" მიხვდა, რომ ამით საზოგადოებაში განსხვავებულ აზრს ვერ კლავდა, ახალ ეტაპზე, დაკავებებზე გადავიდა.

დღევანდელი რეჟიმი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ძალაუფლება გაიმყაროს. მან ბევრი ქმედება განახორციელა, რაც მისი აზრით, ამაში დაეხმარებოდა. მათ შორის იყო ფინანსური სანქციები, რომლებიც მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს. შეხედეს, რომ ხალხი არ შეშინდა, ეს არ იყო საკმარისი და გადავიდნენ ახალ ეტაპზე, დაკავებების ეტაპზე. ალბათ, მათ აქვთ იმის იმედი, რომ ნელ-ნელა გამოხშირვით ამ პროტესტს დააგდებენ. შემდეგი ეტაპი რა იქნება არ ვიცი. ალბათ, დახვრეტას დაიწყებენ, თუ?!..." - განაცხადა კახაბერ ჩიქოვანმა. 

ცნობისთვის, აღდგომის დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 5 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან, გიორგი ორთოიძე, მიხეილ სამხარაძე, ლაშა დგებუაძე, დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე.  

მსგავსი სიახლეები