"დღევანდელი სასამართლო პროცესი ცირკი და ამორალური იყო" - აქტივისტი

23.04.25 22:24
"დღევანდელი სასამართლო პროცესი ცირკი და ამორალური იყო" - აქტივისტი

"დღევანდელი სასამართლო პროცესი იყო ცირკი და ამორალური" - ასე აფასებს აქტივისტი აჩი გოჩიტაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების საქმეზე გამართულ პროცესს.

სტუდენტი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ დღევანდელი სხდომა ისე წარიმართა, როგორც ივანიშვილის რეჟიმს აწყობდა. 

ივანიშვილის რეჟიმი და ეს სასამართლო კლანი გადასული არის ახალ ეტაპზე. მათ დაინახეს, რომ ჩვენ ამ ჯარიმების არ გვეშინია. თითქმის ყველა, ვინც რუსთაველზე დგას, არის დაჯარიმებული და მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი არ გვაშინებს. ისინი გადავიდნენ ახალ ეტაპზე და თავის ძალის დემონსტრირებას ახდენენ ამ ყველაფრით, რომ ჯარიმების მაგივრად, ისინი აკავებენ და უკვე ეს ყველაფერი არის ამორალური და ზღვარსგადასული.

ჩვენი პასუხიც უნდა იყოს მკაფიო, ისინი თუ ძალას გვიპირისპირებენ ჩვენც ძალა უნდა დავუპირისპიროთ. ჩვენი ძალა მდგომარეობს სიმრავლეში. დღევანდელი სასამართლო პროცესი იყო ცირკი და ამორალური მდგომარეობა. იქ იყო სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესი და ეს როგორც ივანიშვილის რეჟიმს აწყობს, ისე წარიმართა და ღიმილის ბიჭები კვლავ დატოვეს პატიმრობაში" - ამბობს აჩი გოჩიტაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი გაიმართა. ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის საქმე საინქცირებულმა თამარ მჭედლიშვილმა განიხილა, რომელიც "კლანის" წარმომადგენლის, ლეანი მურუსიძის ცოლის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია. 

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები