მედია: რომის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა

იტალიაში, პარიოლის რაიონში, ბინაში ძალადობრივი შეღწევის მცდელობისას 2 პირი, საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოქალაქეებს ხელბორკილები 21 აპრილს დაადეს. რომის პოლიციამ დამნაშავეებიდან ერთ-ერთი კორპუსში კარის სპეციალური ხელსაწყოებით გაღებისას დააკავა.
ჩხრეკა ჩატარდა დაკავებული პირების ბინაშიც, სადაც აღმოჩენილი იქნა მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი, მათ შორის იყო ძვირადღირებული საათები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული სამოსი. მოპარული ნივთების ღირებულება 200 ათას ევროზე მეტია.