მამაკაცი, რომელიც აქციის მონაწილეებს აგინებდა, ტერიტორიიდან პოლიციამ განარიდა

23.04.25 22:39
მამაკაცი, რომელიც აქციის მონაწილეებს აგინებდა, ტერიტორიიდან პოლიციამ განარიდა

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მამაკაცი, რომელიც აქციის მონაწილეებს აგინებდა, ტერიტორიიდან განარიდეს. 

თავდაპირველად, სამართალდამცველები მის გაყვანაზე უარს ამბობდნენ, თუმცა დემონსტრანტების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, კაცი ადგილიდან განარიდეს. 

ცნობისთვის, საქართველოში უწყვეტი პროტესტის 147-ე დღეა - დედაქალაქის გამზირი გადაიკეტა. მოქალაქეებს, რომლებმაც საავტომობილო გზა დაიკავეს, ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით დგანან. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები