მენტალურად რუსმა ოლიგარქმა სამთავრობო მედიის ჟურნალისტები ფულზე, როგორც ჰეროინზე დამოკიდებული გახადა - თუთბერიძე

24.04.25 00:06
მენტალურად რუსმა ოლიგარქმა სამთავრობო მედიის ჟურნალისტები ფულზე, როგორც ჰეროინზე დამოკიდებული გახადა - თუთბერიძე

მენტალურად რუსმა ოლიგარქმა სამთავრობო მედიის ჟურნალისტები ფულზე, როგორც ჰეროინზე დამოკიდებული გახადა, - ამის შესახებ სტუდია მონიტორის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, ჟურნალისტთა ის ნაწილი, რომლის მოსყიდვაც რეჟიმმა თანხით ვერ შეძლო, სიმხდალემ და შიშმა დაადუმა.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მორალზე, რომელსაც სამთავრობო მედიის ე.წ. კოლეგები პათეტიკაში გვითვლიან. ჟურნალისტიკა ამბივალენტური პროფესიაა, ის მორალზე დგას. ან ემსახურები ბოროტებას და ტყუილს, ან ემსახურები სიმართლეს. ის კონფორმიზმი, რომელშიც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი და სხვა სამთავრობო მედიის ჟურნალისტები, გულწრფელად მეცოდებიან. მათ უწევთ ბოროტების უდიდეს მასშტაბზე თვალის დახუჭვა... მენტალურად რუსმა ოლიგარქმა ეს ადამიანები ფულზე, როგორც ჰეროინზე დამოკიდებულები გახადა. ეს არის ტრაგედია. ნაწილი სიმხდალით გაჩუმებულია, ნაწილი ფულზე, როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებული" - განაცხადა ქეთი თუთბერიძემ.