გაუხსნის თუ არა სასამართლო დარბაზის კარს მოსამართლე გალუსტაშვილი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს

გაუხსნის თუ არა სასამართლო დარბაზის კარს მოსამართლე გალუსტაშვილი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს? - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.
- შეგახსენებთ, რრომ სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი ირკალი შვანგირაძემ სამი კვრის წინ, 5 მარტს ნაწილობრივ დახურა. მოსამართლემ დაკავებულების ოჯახის წევრებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
ადვოკატები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე სხდომას დახურავს, ამას უფლებადამცველების მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვიტილებას, რომ სხდომა დახუროს და საზოგადოებას არ მიაწოდოს სრული ინფორმაცია, რა ხდება შიგნით, რა თქმა უნდა, ადვოკატებს გვექნება შესაბამისი რეაგირება. ეს იქნება აცილების სახით თუ სხვა შუამდგომლობის სახით, ამას ალბათ ადგილზე გადავწყვეტ, როცა ეს შედეგი დადგება. შესაბამისად, ამ მოცემულობით, ჩვენ დაველოდებით სასამართლოს მეირ მიღებულ გადაწყვეტილებას. მე დიდი იმედი მაქვს, სასამართლო გახსნის სხდომას და მოქალაქეებს მისცემს დასწების უფლებას - ამბობს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი
უფლებადამცველი თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, თუ დღეს მოსამართლე სხდომას არ გახსნის, ეს მისი აცილების საფუძველი გახდება და ამ შუმადგომლობას პროცესზე აუცილებლად დააყენებენ.
დღეს პროკურატურა წარმოადგენს შესავალ სიტყვას. წესით, დღეს უნდა მოვისმინოთ ის მთავარი არგუმენტები, რომელზედაც ამყარებს პროკურატურა თავის ამ თეთრი ძაფით შეკერილ საქმეს. უნდა გაიხსნას აუცილებლად სხდომა ხალხისთვის, იმიტომ, რომ დღეს თუ ეს არ მოხდა, როდესაც ასეთი საფუძველი არის, შემდგომ გვექნება იმის ვარაუდი, რომ ბოლომდე იყოს დახურული. თუ დღეს სხდომას არ გახსნის მოსამართლე, ჩემი აღქმით ეს იქნება საფუძველი, რომ მოხდეს მისი აცილება - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
ეკა ბესელიას თქმით, სხდომის არგახსნა პროცესის საჯაროობის პრინციპის ფეხქვეშ გათელვაა. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებებს სტრასბურგს პერიოდულად გადავუგზავნიან.
ასეთი საქმეების დახურვა, ეს არის კონსტიტუციური განაწესის და კონვენციის პრინციპის, ანუ პროცესის საჯაროობის წესის უგულებელყოფა. ის, რასაც ახლა აკეთებს მოსამართლე, რამდენიმე სხდომაა, რომ დახურულია პროცესი მონაწილეთა გარდა, მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ეს არის პროცესის საჯაროობის პრინციპის ფეხქვეშ გათელვა, ამიტომ, რა თქმა უნდა ჩვენ სტრასბურგს ამ ყველა ინფორმაციას და ამ უკანონო გადაწყვეტილებებს პერიოდულად გავუგზავნით და ეს არის პირდაპირ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა. და ყველა ჯერზე ადვოკატები, მათ შორის დღესაც მოითხოვენ, რომ პროცესი გაიხსნას. ეს არის აუცილებელი და მინიმალური სტანდარტი, რომ საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპზე ზოგადად წარმოდგენა შეიქმენას - ამბობს ეკა ბესელია.
სასამართლოში იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც წინა სხდომაზე არ დაასწრეს, ამიტომ საინტერესოა, ამჯერად მიეცემათ თუ არა მათ პროცესზე დასწრების უფლება.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.