ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ე.წ. ხელისუფლების პოზიციებს აღარ ემთხვეოდა - შსს-დან გათავისუფლებული

24.04.25 11:43
ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ე.წ. ხელისუფლების პოზიციებს აღარ ემთხვეოდა - შსს-დან გათავისუფლებული

ყოფილი საჯარო მოხელეები არალეგიტიმურ ხელისუფლებას რეპრესიებში ამხელენ. შსს-ს ყოფილი თანამშრომელი "პირველებს" პირდაპირ ეუბნება, რომ სამსახურიდან მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაუშვეს. 

ჩემი გათავისუფლება მოხდა თებერვლის ბოლოს რეორგანიზაციის შემდეგად. ჩვენი უწყებიდან ანუ შსს-ს სასაზღვრო პოლიციიდან, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გათავისუფლდა დაახლოებით 50 ადამიანი. რეორგანიზაცია ჩატარდა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ჩემი გათავისუფლება. ის ინსტიტუტიური ერთეული, რომელიც მე მექვემდებარებოდა, მთლიანად გაუქმდა და გაუქმდა ჩემი პოზიცია შესაბამისად. 

ერთადერთი მიზეზი, რაც არსებობდა, იყო ის, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები აღარ ემთხვეოდა ხელისუფლების პოზიციებს. ჩემი პოზიცია იყოს ის, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გადადებული, შეფერხებული და ა.შ., - ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე. 
 

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მაისს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულების მხარდასაჭერად 10 პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსვლელობას გამართავს - ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარემ, კახი სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.