"ქართული ოცნება" ქართველ ხალხს აშანტაჟებს - რასა იუკნევიჩიენე
"ქართული ოცნება" ქართველ ხალხს აშანტაჟებს - ამის შესახებ რასა იუკნევიჩიენემ Euroscope-თვის მიცემულ ინტერვიში განაცხადა და თქვა, რომ თუ ივიზო მიმოსვლა შეწყდება, ამაზ პასუხისმგებელი იქნება არა ევროკავშირი, არამედ "ქართული ოცნება".
ერთადერთი გზა საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, ახალი და სამართლიანი არჩევნებია - ამბობს ევროპარლამენტარი, რომელსაც მისი თქმით, ნეიტრალური საარჩევნო კომისია ჩაატარებს.
იუკნევიჩიენემ პირდაპირ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, "ოცნებამ" ნიღაბი ჩამოიხსნა და ევროინტეგრაცია შეაჩერა.
მინდა დავაკონკრეტო, ევროკავშირი არავის აშანტაჟებს, ეს ქართული ოცნება აშანტაჟებს ქართველ ხალხს უვიზო მომისვლასთან დაკავშირებით, რომ ამაზე ევროკაშირია პასუხისმგებელი. ეს ასე არაა. ევროკაშირს ყველა ქვეყნისთვის ერთი და იგივე კრიტერიუმი აქვს. სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებაზეა. თუ ევროკავშირს აიძულებთ, სხვა გზა აღარ დარჩება, რომ გავაჩეროთ უვიზო მომისვლა. ისინი გვაშანტაჟებენ, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რადგან სხვა გზა აღარ რჩება. ერთადერთი გზა საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, ახალი და სამართლიანი არჩევნებია. არჩევები, რომელსაც ნეიტრალური საარჩევნო კომისია ჩაატარებს, არა ისე როგორც წინა არჩევნები იყო, როცა ქართული ოცნება იყენებდა ყველა იარაღს შეენარჩუნებინა ძალაუფლება , გაეყალბებინა არჩევნები და მოეპარა ის ქართველი ხალხისთვის, ასე, რომ არჩევნები მოიპარეს, ამ მთავრობას არ ვაღიარებთ. უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ამის შემდეგ, თუ ყველა მხარე აღაირებს არჩევნების შედეგებს, ეს იქნება გამოსავალი წახვიდეთ წინ. თუ ქართველი ხალხი იტყვის, რომ მათ უნდათ ქართული ოცნება და პრორუსული გზა, მაშინ ეს იქნება ქართველების გადაწყვეტილება. მე ვხედავ, რომ არჩვენებამდე ხალხის მანიპულირება შეძლეს, რომ ისინი პროევროპელები იყვნენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, მათ ნიღბები მოიხსნეს და შეაჩერეს ევროინტეგრაცია"- განაცხადა იუკნევიჩინენემ.