ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი 24-25 აპრილს, თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება
ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი 24-25 აპრილს, თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.
ცნობილი მხატვარი და მოქანდაკე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზურაბ წერეთელს 26 აპრილს, ანდერძის თანახმად, დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
წერეთელი 5 ათასზე მეტი სხვადასხვა ნაწარმოების ავტორია.
წერეთლის მონუმენტები მსოფლიოს თვრამეტ ქვეყანაშია დადგმული.