ირაკლი შვანგირაძის მიერ სასამართლო სხდომიდან გაძევებული რეზო კიკნაძე მოსამართლე გალუსტაშვილმა პროცესზე დააბრუნა
პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რევაზ კიკნაძე, რომელიც სასამართლო სხდომიდან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გაააძევა, მოსამართლე ნინო გალისტაშვილმა პროცესზე დააბრუნა.
- შეგახსენებთ, რომ კიკნაძის გაძევების შემდეგ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პატიმრების ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის დარბაზის კარი არ გახსნა.
აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა გუკა ავსაჯანიშვილმა დააყენა, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა, თუმცა მიუხედავად ამისა, დღევანდელ სასამართლო პროცესს რევაზ კიკნაძე არ დაესწრო, რადგან მან ამაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.