დაკავებულია პირი, რომელიც ბათუმში, მასაჟის სალონში პროსტიტუციისთვის ფართს სისტემატურად გადასცემდა - შსს

24.04.25 15:40
დაკავებულია პირი, რომელიც ბათუმში, მასაჟის სალონში პროსტიტუციისთვის ფართს სისტემატურად გადასცემდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ჩინეთის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ს.ფ. დააკავეს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე მასაჟის სალონში ფართს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდა.
პოლიციამ ს.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.