დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და ქვეყანაში შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

24.04.25 15:49
დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და ქვეყანაში შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული რ.ო. დააკავეს.

ამოღებულია „პრეგაბალინის“ შემცველი 1 581 კაფსულა.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციამ სასაზღვრო გამშვები პუნქტი "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 1 581 კაფსულა აღმოაჩინა. რ.ო. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.