სასამართლოს ეზოში დაკავებული გიორგი ჩხეიძე 4000 ლარით დააჯარიმეს

24.04.25 16:55
სასამართლოს ეზოში დაკავებული გიორგი ჩხეიძე 4000 ლარით დააჯარიმეს

სასამართლოს ეზოში დაკავებული გიორგი ჩხეიძე 4000 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

  • ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა და სასამართლოს ტოვებდა.

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ პოლციიელები, თუმცა როგორ დაცვის მხარე აცხადებს, "პირები რომლებმაც ბრალდებული დააკავეს სხვაა და მოწმედ მოყვანილი პოლიციელი სხვა".

გიორგი ჩხეიძე, სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმაა. 

მსგავსი სიახლეები