გიორგი ჩხეიძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ - სასამართლო სხდომის დეტალები

24.04.25 17:33
გიორგი ჩხეიძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ - სასამართლო სხდომის დეტალები

გიორგი ჩხეიძე, რომელიც მოსამართლე დავით თეთრაულმა 4000 ლარიანი ჯარიმის შედეგად გაათავისუფლა, "პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს.

სასამართლოს ეზოში დაკავებული აქტივისტი, რომელიც ასევე სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმაა, ამბობს, რომ მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილისთვის, რომელიც საბა სხვიტარიძის საქმეზე ჩვენების მისაცემად უამრავი პოლიციელის თანხლებით მივიდა. 

  • ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა და სასამართლოს ტოვებდა.

ჩხეიძე ამბობს, რომ დაკავებისას ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასაც, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო.

სრულიად უსაფუძლოდ დამაკავეს მაშინ, როდესაც მე ვიღებდი ქალბატონი მოწმის გამოსვლას სასამართლო დარბაზიდან. კადრებშიც კარგად ჩანს, რომ მე მიკავია ტელეფონი,რ ითაც ვიღებდი. მედავებოდნენ რომ ვამბობდი სიტყვა "მონას", მე ეს სიტყვა არ მიხსენებია. ერთადერთი, რაც ვთქვი იყო, რომ "არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს".

უშუალოდ დაკავების პერიოდში მივიღე გარკვეული სახის დაზიანებები. მაქნანში ჩასმის დროს თავის არეში. მკლავზე მაქვს ასევე ცოტა სისხლჩაქცევა", - ამბობს ჩხეიძე. 

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს მიყვანილი ჰყავდათ პოლიციელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩხეიძემ ედიშერაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა დაცვის ხმარის თქმით, მოწმე პოლიციელმა დაკავების მომენტში გადაღებულ ვიდეოში საკუთარი თავი ვერ ამოიცნო.

როგორც ადვოკატმა განაცხადა "პირები რომლებმაც ბრალდებული დააკავეს სხვაა და მოწმედ მოყვანილი პოლიციელი სხვა".

დღევანდელ პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა ასევე დააყენა პოლიციელ მიხეილ სუჯაშვილის დაკითხვის შუმადგომლობაც. სუჯაშვილის დაკითხვას დაცვის მხარეც დაეთანხმა, რადგან გავრცელებლული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული პოლიციელი ხელმძღვანელობდა ადგილზე ჩხეიძის დაკავებას. ბოლოს შსს-ს მისი დაყენებული შუამდგომლობა ჩახნა, შესაბამისად მიხეილ სუჯაშვილი სასმაართლოში არ გამოკითხულა. 

მსგავსი სიახლეები