ჭრილობები მუცლის, გულ მკერდის და კისრის არეში - სასტიკი მკვლელობა აღდგომის ღამეს

24.04.25 20:19
ჭრილობები მუცლის, გულ მკერდის და კისრის არეში - სასტიკი მკვლელობა აღდგომის ღამეს

გამოძიების ინფორმაციით, ათობით სასიკვდილო ჭრილობით 46 წლის გია ხაიკაშვილს თანასოფლელებმა აღდგომის ღამეს მიაყენეს. სასტიკი ანგარიშსწორება სოფელ გველეთში ღამის 23:00 საათზე მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, პაატა ქუშაშვილმა ხაიკაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ჯერ სხეულზე მიაყენა, სკალპის ახდით დაემუქრა და დანით კეფის ნაწილი ააჭრა. 

არსებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ ცოცხალ მდგომარეობაში მყოფ გია ხაიკაშვილს, თავის გადარჩენა, რომ ვერ მოეხერხებინა, ავტომობილის საბურავები დანით დაუსერეს და ადგილიდან გაიქცნენ.

გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტი მოკლულსა და ბრალდებულებს შორის სააღდგომო სუფრაზე დაიწყო. ხაიკაშვილმა იხუმრა, რამაც ქუშაშვილების გაღიზიანება გამოიწვია. სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას  20-მდე პირი ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შურისძიების განზრახვით ქუშშვილებმა სუფრა მალევე დატოვეს, დანაშაული დაგეგმეს და ხაიკაშვილი ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიბარეს. სასტიკი ანგარიშსწორების დროს ადგილზე ბრალდებულების გარდა კიდევ 3 პირი იმყოფებოდა - ფიდო ეფხოშვილი, გიორგი ქუშაშვილი და არჩილ გომიაშვილი. ორმა  საქართველო ლარსის გავლით იმ ღამესვე დატოვა.

მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - სოფო ნიაური დეტალებით