რატომ გააცოცხლეს პრორუსული ალტ -ინფო?

თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე, პრორუსული პარტია, ალტ -ინფო იუსტიციის სამინისტრომ გააცოცხლა. რამდენიმეჯერ დაბლოკილი რეგისტრაციის შემდეგ, რადიკალური ჯგუფებს ახლა უკვე პოლიტიკური პარტიის სტატუსი აქვთ, შეიცვალა მხოლოდ სახელი, ალტ ინფოს ნაცვლად, 5 ივლისის შემოქმედებმა „კონსერვატორები საქართველოსთვის“ დაირქვეს.
ახალი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაში გატარებას, ალტ-ინფო ერთი წელა ითხოვდა, თუმცა ოცნებამ ისინი არა ერთხელ დაბლოკა, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც. კოკა მორგოშიას და ზურაბ მახარაძის გუნდს ახალი სიცოცხლე მხოლოდ მას შემდეგ აჩუქეს რაც, ადგილობრივი არჩევნების წინ ქართლი ოცნება, დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რომ მარტო დარჩებოდა და ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, კომუნისტური პარტიის მსგავსად ბიულეტიში მარტო ყოფნა მოუწვდა.
პროევროპული ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ამ გადაწყვეტილების უკან ოცნების ფარული პოლიტიკური განზრახვა იმალება, შეიქმნას იმიტაცია, თითქოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის და არჩევნებიც მრავალპარტიულია.