ვაფასებთ, როგორც დაშინების მცდელობას-“ლაბორის“ ოფისში 7-საათიანი ჩხრეკა დასრულებულია
დამოუკიდებელი პროფკავშირის “ლაბორის“ ოფისში 7-საათიანი ჩხრეკა დასრულებულია. კადრებში, რომელიც “პირველებმა“ ცოტა ხნის წინ გადაიღო, ჩანს, რომ ტერიტორიიდან დალუქული დოკუმენტები გაიტანეს.
გამოძიება ორი- თანხის გაფლანგვისა და დოკუმენტების გაყალბების მუხლებით არის დაწყებული.
“ლაბორის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არის შურისძიება პროევროპული აქციების მხარდაჭერისა და ჭიათურელი მაღაროელების დახმარებისთვის.
“უნდათ, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირების ველი მოასუფთავონ“,- ამბობს ის.
წაიღეს აბსოლუტურად ყველაფერი, “ლაბორის“ იურისტმა შენიშვნა შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ განჩინებაში არ იყო მითითებული, რას ეძებდნენ საერთოდ. უნდათ, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირების ველი მოასუფთაონ, დასაქმებულთა ინტერესები, მათი პროტესტი არარ იყოს მართული და დამოუკიდებელი პროფკავშირები მოასუფთავონ, რომ პეტრიაშვილს ჩაუგდონ ეს შესაძლებლობა. ვისი საჩივრის საფუძველზე დაიწყო არ ვიცით, ეგ ჰუალინგის შენობაშიც კი ჩაატარეს ჩხრეკა. დამაშინებელი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ რაღაცის შეგვეშინდება. არაფრისაც არ შეგევშინდება“,- განაცხადა გიორგი დიასამიძემ.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჩხრეკის ჩატარების თაობაზე პროკურატურამ მიმართა.
ეს განჩინება არის შაბლონური, სრულიად დაუსაბუთებელი და კანონის საწინააღმდეგო, იმ გაგებით, რომ პროკურატურის განჩინებაში უნდა იყოს მითითებული, რა ნივთის ამოსაღებად უნდა ჩატარდეს ჩხრეკა. წაიღეს აბსოლუტურად ყველაფერი მათ შორის ისეთი რაღაცეები, რა მუხლებითაც იყო დაწყებული გამოძიება, იმასთან კავშირში რომ არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა.
ფინანსურის პოლიციის უფროსის, დაჩი ბერაიასთან პროფკავშირების თავმდჯომარის მოადგილის ნათესავურ კავშირს უკავშირებს მიმდინარე ამბებს “ლაბორის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი.
არსებობს ხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესი და ამასთან, ჩვენდა სამწუხაროდ, არის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელიც დაპირისპირებულია “ლაბორთან“. თავმდჯომარის მოადგილის ახლო ნათესავი გახდა ფინანსური პოლიციის უფროსი, ვინმე დაჩი ბერაია, რომელიც პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ამ ამბებთან. უცნაური დამთხვევაა და იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ დამთხვევების არ მჯერა, ვუკავშირებ მის დანიშვნასაც და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი, თავის თანამდებობას ბოროტად იყენებს“,- ამბობს ის.