უწყვეტი პროტესტის 148-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

24.04.25 21:18
უწყვეტი პროტესტის 148-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 148-ე დღე-რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

ფოტო არქივიდან