“ჯერ მიწაზე დამაგდეს, მერე ხელში ამიყვანეს და ჩამტენეს მანქანაში“-გიორგი ჩხეიძე დაკავების დეტალებს იხსენებს
გიორგი ჩხეიძე, რომელიც მოსამართლე დავით თეთრაულმა 4000 ლარიანი ჯარიმის შედეგად გაათავისუფლა, გადაცემა “რეაქციაში“ დაკავების დეტალებს კიდევ ერთხელ იხსენებს.
როგორც ჩხეიძე ამბობს, მისი მხრიდან არანაირ დაუმორჩილებლობას და ვინმესთვის ფიზიკური შეურახყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია, ერთადერთი შეძახილი მისი მხრიდან იყო, “არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეს.“
ერთადერთი შეძახილი ჩემი მხრიდან, რომელსაც ყოველდღე ვციტირებთ, იყო-არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეს. კადრებში ჩანს, რომ მე მშვიდობიანად ვდგავრა, რა დროსაც უკნიდან 3 სამართალდამცველი მოდის, პირველი ცდილობს ჩემი ტელეფონის წართმევას და შემდეგ უკვე დაკავებას. მე მქონდა ადამიანური რეფლექსი, წინააღმდეგობა არ გამიწევია, უბრლოდ, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ, სამი ადამიანი ზურგიდან მოდის და ცდილობს, ჩემს შეკავებას, ჩემთვის უჩვეულო იყო და თვითდაცვით რეფლექსებს ვახორციელებდი. არცერთისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ამიყვანეს ხელში, მიმიყვანეს ავტომობილთან, სადაც ჯერ მიწაზე დამაგდეს, მერე ხელში ამიყვანეს და ჩამტენეს მანქანაში, რა დროსაც თავი მივარტყი კარის შიდა ჩარჩოს და სხეულზე აღმენიშნება რამდენიმე სისხლჩაქცევა.
მე დღეს სასამართლოზე 4 ათასი ლარით დამაჯარიმეს, როგორც ქალბატონი წილოსანი ამბობს. ჩემი მეგობრების ნაწილს გაუხარდა, რომ დამაჯარიმეს და გამანთავისუფლეს. მათ უნდოდათ, რომ ჩემი პატიმრობა გაეგრძელებინათ, შუამდგომლობაც დააყენეს. უსაფუძვლოდ დაკავებულ ადამიანს უხანგრძლივებდნენ პატიმრობას“,- ამბობს ჩხეიძე.
ჩხეიძის თქმით, ის ადამიანი, რომელიც მის პროცესზე მოწმედ იყო წარმოდგენილი, მისი დაკავების პროცესში არ მონაწილეობდა.
ის ბატონი, რომელიც დღეს მოწმედ იყო წარმოდგენილი, მას მე არ დავუკავებივარ, უბრალოდ იჯდა იმ მანქანის ბოლოში, სადაც მე მოვხვდი. მათაც არ სიამოვნებით, დარწმუნებული ვარ, -დასძინა მან.
გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ დაჯარიმებები არ აწუხებთ მათ, რადგან ერთმანეთს გვერდში უდგანან და ეხმარებიან.
- ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა და სასამართლოს ტოვებდა.