დავით დოიაშვილის შემცვლელად, სავარაუდოდ, ცისია მეტრეველი განიხილება

“პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ რეჟიმის კულტურის სამინისტრო დავით დოიაშვილის შემცვლელად, ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე, ცისია მეტრეველის კანდიდატურას განიხილავს. ცისია მეტრეველი 2002 წლიდან ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია.
ის ერთ-ერთია, იმ მსახიობებს შორის, რომელიც კამერების წინ, დავით დოიაშვილის გათავისუფლების შემდეგ არ გამოჩენილა და პოზიცია არ დაუფიქსირებია. მედიას მეტრეველი არ დაუფიქსირებია, არც ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაებზე.
წყარო რეჟიმის კულტურის მინისტრის გარემოცვიდან, “პირველებს“ უყვება, რომ თიკა რუხაძე ცდილობს, მეტრეველის დარწმუნებას, დათანხმდეს მის შეთავაზებას.
“პირველები“ ცდილობს დეტალები თავად მეტრეველთან დააზუსტოს და პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
- ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან 16 აპრილს გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.