4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

28.09.21 16:27
4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

4 ოქტომბრიდან სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში საკლასო ოთახებში განახლდება, ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი დაწესებულებებიც. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს გადაწყვეტილებებს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები ინდივიდუალურად, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით,  მიიღებენ. 

4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად, ყველა სკოლაში, საჯარო და კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ყველას გილოცავთ. რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს. მათ უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში, გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ, სამინისტროსთან შეთანხმებით", - თქვა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა. 

 

მსგავსი სიახლეები