სულ რომ ერთი დავრჩე იმ რუსთაველზე, აუცილებლად გავალ და გავაპროტესტებ-სალომე მგელაძე

25.04.25 00:14
სულ რომ ერთი დავრჩე იმ რუსთაველზე, აუცილებლად გავალ და გავაპროტესტებ-სალომე მგელაძე

ყოველდღე გვიცვლინა ისტორიას, გვიცვლიან აწმყოს და შეგვიცვლიან მომავალსაც, თუ რამეს არ მოვიმოქმედებთ და სულ რომ ერთი დავრჩე იმ რუსთაველზე, მე აუცილებლად გავალ და გავაპროტესტებ, რადგან ჩემი შვილების, მათი შვილების წინაშე ვიქნები მართალი, - ამის შესახებ ევროპათმცოდნე, სალომე მგელაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რასაც დღეს “დე ფაქტო ხელისუფლება აკეთებს, იმისკენაა მიმართული, რომ ქვეყანაში პროტესტი ჩაახშონ“.

რასაც დღეს ეს დე ფაქტო ხელისუფლება აკეთებს, იმისკენაა მიმართული, რომ ქვეყანაში პროტესტი ჩაახშონ. დღეს მართალია, 300 ათასი ადამიანი აღარ ვდგავართ, მაგრამ მუხტი არსებობს, ვართ ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებიც არასდროს არ შევეგუებით იმას, რასაც აკეთებენ. მიუხედავად რეპრესიების, დაჭერების, ჯარიმები, ცემის და წამების, უწყვეტი პროტესტი რომ ამდენხანს მიმდინარეობს, ეს ძალიან დიდი რამეა. 

დღეს ვართ სამართლებრივ აბსურდში, რადგან სამართლის კანონია-არ არსებობს დანაშაული, არ არსებობს სასჯელი,  მაგრამ “ოცნება“ 24/7 -ზე ამას აკეთებს, რაც არ არის დანაშული, იგონებენ და ამისთვის გვასამართლებენ. შერჩევითი სამართალი შექმნეს, რომელიც მოქმედებს მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც ვაპროტესტებთ მათი უსამართლობების კასკადს,- განაცხადა მგელაძემ.

მსგავსი სიახლეები