"არ მოაწერო ხელი" - მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზს" რეპრესიებში ადანაშაულებენ

25.04.25 10:56
"არ მოაწერო ხელი" - მაღაროელები  "ჯორჯიან მანგანეზს" რეპრესიებში ადანაშაულებენ

ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზს" რეპრესიებში ადანაშაულებენ. პროტესტის რეჟიმში გადასული დასაქმებულები აცხადებენ, რომ კომპანია თაღლითური გზით ცდილობს ხალხის სამსახურიდან გაშვებას. 

მაღაროელები აცადებენ, რომ ჭიათურის მანგანეზის მიერ გავრცელებული განცხადების მიზანი მათი უსამსახუროდ დატოვებაა. "თუ შენ ხელს მოაწერ კომპანიის შემოთავაზებულ განცხადებას, იცოდე, რომ ხელს აწერ სამუშაოს დაკარგვას" - აცხადებენ მაღაროელები.

თუ შენ ხელს მოაწერ კომპანიის შემოთავაზებულ განცხადებას, იცოდე, რომ ხელს აწერ სამუშაოს დაკარგვას... კომპანიის განცხადებაზე ხელმოწერით, შენ რჩები კომპანიის ნების ამარა, რომ დაგაბრუნებს სამსახურში. ოღონდ იმ პირობებით, რაც მისთვის იქნება მისაღები - შეგიმცირდება ხელფასი და შეგეცვლება სამუშაო რეჟიმი, - წერია „მაღაროელების“ ფეისბუქგვერდზე.

პროტესტის რეჟიმში გადასულ მაღაროელებს კომპანიამ განცხადებაზე ხელმოწერა შესთავაზა. განცხადების ფორმიდან ირკვევა, რომ კომპანიაში იწყება რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, თანამშრომელთა ნაწილი უმუშევარი დარჩეს და ვახტური გრაფიკიდან (12 სთ) სამუშაო საათები 8 საათამდე მცირდება 

მსგავსი სიახლეები