განგაში ციხეებში: საპატიმრო დაწესებულებებში საკვები მარაგები იწურება - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

25.04.25 11:37
განგაში ციხეებში: საპატიმრო დაწესებულებებში საკვები მარაგები იწურება - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

განგაში ციხეებში - საპატიმრო დაწესებულებებში საკვები მარაგები იწურება. "პირველებმა" მოიპოვა წერილი, რომელიც პენიტენციური სამსახურის დირექტორისთვის არის მიწერილი. 

საკვები პროდუქტების მარაგები ფაქტობრივად ამოწურულია, საკვები პროდუქტების მხოლოდ ნაწილი რჩება კრიტიკულ ზღვარზე - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც 18 აპრილით თარიღდება.

ამავე წერილიდან ირკვევა, რომ კომპანია "ილი ჯგუფი", რომლესაც 103 მილიონიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, 15 აპრილიდან ციხეებისთვის  პროდუქტების მიწოდება შეწყვიტა.

ამავე წერილში წერია, რომ თუ დროულად არ მოახდნენ კომპანიის პოვნას ან საკვები მარაგების შეძენას, ბრალდებულების, მსჯავრდებულების და ტანამშრომლების უფლებები დაირღვევა და მათ ჯანმრთელობას და კვებას საფრთე შეექმნება.

კორუფციის ექსპერტი და "ცვლილებისთვის" წევრი ბესო დონაძე "პირველებთან" ამბობს, რომ  კომპანია, რომელიც პენიტენციურ სისტემას საკვებით ამარაგებდა ფინანსური პრობლემები აქვს და მოვალეთა რეესტრშია უკვე შეყვანილი.  "ილი ჯგუფი" ასევე ემსახურება სოციალურად დაუცველთა სასადილოებს და დონაძის თქმით, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აღნიშნული სასადილოებიც.

კომპანიის ხელმძღვანელობა ჩაყვა "ქართულ ოცნებას" და შესაბამისად მივიდა გაკოტრებამდე - ამბობს ბესო დონაძე.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ ვისაც ახალი ხელშეკრულება გაუფორმეს, ამ კომპანიის მესაკუთრეც "ოცნების" შემწირველია.

პენიტენციურ სისტემაში დადგა საკვების მიწოდების პრობლემა, პატიმრებზეც და საბადრაგო სამსახურზე, ანუ პერსონალზეც და ამას თავად აღწერს პენიტენციური სამსახური. კომპანია, რომელსაც ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, ფიზიკურად ვეღარ აწვდის პროდუქციას, რადგან კომპანია დააყადაღეს და შეიყვანეს მოვალეთა რეესტრში. კომპანია, რომელიც ამარაგებდა პენიტენციურ სისტემას, ის ასევე ემსახურება სოციალურად დაუცველთა სასადილოებს - საბურთალოს, სამგორის, ნაძალადევის რაიონში, რუსთავში. შესაბამისად, ეს სასადილოების კონტრაქცტებიც უკვე საფრთხის ქვეშ დგას. კომპანიის ხელმძღვანელობა ჩაყვა "ქართულ ოცნებას" და შესაბამისად მივიდა გაკოტრებამდე. ეს შედეგი ადრე თუ გვიან დაუდგებოდა ამ კომპანიას. გარანტიებით, შემოწირულობებით, "ოცნებასთან" ახლო კავშირებით ეს კომპანია ჩაყვა "ქართულ ოცნებას". ვერ იყიდის 5 ლარად პროდუქციას, რომელიც 5 ლარი არ ღირს. ამიტომ ვალს ვალები დაემატა. ეს არის ის, რომ სახელმწიფოს არ უნდა აღიაროს, რომ ქვეყანაში პროდუქტი ძვირდება. რეალური პრობლემა დგას პენიტენციურ სისტემაში საკვების მიწოდების. ახლა ვისაც ხელშეკრულება გაუფორმეს, ამ კომპანიის მესაკუთრეც არის "ოცნების" შმეწირველი. ანუ იგივე წრეზე წავიდა ახლა "ოცნება". მოძებდა ისეთი კომპანია, ვისაც დაითანხმებდა ამ თანხაზე. ყველაფრის თავი და თავი არის ჩამოშლილი სისტემა - კორუფცია, გულგრილობა, საქმისადმი დაუდევრობა", - ამბობს ბესო დონაძე. 

მსგავსი სიახლეები