გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა! - ხვალ თბილისში თავისუფლების მარში გაიმართება

25.04.25 11:49
გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა! - ხვალ თბილისში თავისუფლების მარში გაიმართება

თბილისში ხვალ თავისუფლების მარში გაიმართება. დიდუბის მეტროდან პროკურატურამდე მსვლელობა ზუსტად 14:00 საათზე დაიწყება. ხვალ უწყვეტი პროტესტიდან ზუსტად 150-ე დღე სრულდება, ამიტომ ევროპული მომავლის მცველები ქუჩებში უცვლელი და ახალი მოთხოვნებით აპირებენ გასვლას.

სინდისის პატიმრების გათავისუფლების გარდა, ხალხი ივანიშვილის რეჟიმის გადადგომას მოითხოვს. "წადი!" - ეს იქნება ხვალინდელი დღის მთავარი სლოგანი. სწორედ "ოცნების" წასვლაში ხედავენ მოქალაქეები გამოსავალს, რომ რუსულ რელსებზე გადაყვანილი საქართველი ისევ ევრიპის კურსს დაუბრუნონ.  

ვითხოვთ ჩვენ რუსული რეჟიმის გადადგომას როგორც არის ე.წ. მთავრობის სახით წარმოდგენილი. ამ ე.წ. მთავრობის მოშორებას ვითხოვთ და სასწრაფოდ დემოკრატიული პროცესების განახლებას ამ ქვეყანაში და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას ჩენი ქვეყნის, - ამბობს აქციის მონაწილე. 

პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ ერთ ადგილზე დგომა საკმარისი აღარ არის და საჭიროა მოქმედება.  

ერთ ადგილზე დგომა აღარ არის საკმარისი. უნდა ვიმოქმედოთ. ეს უნდა იყოს მოძრაობა, უნდა ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, უნდა ვიყოთ იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროა და უნდა ვიყოთ იმდენნი, რომ ძალიან გაუჭირდეს „ოცნებას“, შეინარჩუნოს რაიმე ტიპის გავლენები, - ამბობს პროტესტის მონაწილე.  

მსგავსი სიახლეები