რუსთავის N 26 საჯარო სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა
რუსთავის N 26 საჯარო სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ბომბის არსებობაზე შესული შეტყობინება გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.