"ხელები გადამიგრიხეს და მირტყეს" - პროევროპული აქციების მონაწილე ამბობს, რომ "ოცნების" ტიტუშკებმა სცემეს
სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ანტისახელისუფლებო აქციების აქტიური მონაწილეა და პროევროპულ განცხადებებსაც ხშირად აკეთებს, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.
სანდრო მამაგულაშვილი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ორგანიზებული თავდასხმა მასზე მაშინ განხორციელდა, როდესაც აღდგომის დღეებში საკუთარ სოფელში ჩავიდა. მისი თქმით, მოძალადეები "ოცნების" ტიტუშკები იყვნენ, რომლებმაც ჯერ უკნიდან ხელები დაუჭირეს, სახეში გაარტყეს, ძირს წაქცეული კი წიხლებით სცემეს. მისი თქმით, ტიტუშკები მისგან მოითხოვდნენ, უარი ეთქვა ანტირუსულ აქციებში მონაწილეობაზე.
მამაგულაშვილი ამბობს, რომ მოძალადეებს შსს- მფარველობს, ამიტომ მომხდარზე გამოძიებაც არ იწყება.
უკნიდან მომეპარნენ, ხელები გადამიგრიხეს და ძირს დაგდებულს მირტყამდნენ. მეუბნებოდნენ, რომ თუ აქციებზე კიდევ გახვალ, კიდევ განმეორდება ასეთი შემთხვევაო. ესენი არიან მუკა შავერდაშვილის ნათესავის ბიძაშვილები: დაჩი ოსაძე, ძმები, გენკა ოსაძე. ყველა ფულს იღებს ყოველი არჩევნების დროს., მათ შორის, მუკა შავერდაშვილი. ერთი სახლი არ ჰქონდა, ორი ლუკმის მათხოვარი, ამ ხელისუფლების მათხოვარია ეს პიროვნება. პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი და ვერაფერს უზამო, იმიტომ, რომ არიან პოლიციას ამოფარებულები, მუკა შავერდაშვილის სიძე. თითონ მუკაც დამმუქრებია, რომ „შენ ნეკნებს დაგიმტვრევ, ძვლებს დაგამტვრევ“. არ სიამოვნებთ, მე როცა მიტინგზე ვდგავარ. ეს აწუხებთ. მაგიტომაც მისწორდებიან ფიზიკურად, რომ აქტიური მხარდამჭერი ვარ, ყოველ დღე რუსთაველისა გამზირზე, - ამბობს მამაგულაშვილი.
ირკვევა, რომ თავდასხმის დროს აქტივიტს მობილური ტელეფონიც წაართვეს და დაუმტვრიეს, რათა მას მომხდარის გადაღების საშუალება არ ჰქონოდა.
აქტივისტი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული თავდასხმების მიზანი მომიტინგეების დაშინებაა.