მოსამართლე ცაცუამ ლევან სანიკიძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო

ლევან სანიკიძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 30 აპრილამდე გადაიდო. ამის შესახებ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს რეჟიმი აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. საუბარია 30 იანვრის და 1 თებერვლის საპროტესტო აქციის ღამეზე.
სანიკიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლის მხრიდან, სრულად იქნება გამოყენებული მაქსიმალური სანქცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლებმა მითხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე დგომა არის არასწორ ადგილზე დგომა, სიტყვა-სიტყვით ეს აღნიშნეს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სწორი ადგილი, სადაც თითოეული ქართველი უნდა ვიკრიბებოდეთ. ორი ეპიზოდი ჰქონდათ მოყვანილი ჩემ წინააღმდეგ, ეს იყო 30 იანვრის ეპიზოდი და 1 თებერვლის ეპიზოდი, სადაც ხალხის საკმარისზე მეტი რაოდენობა იყო და ყოველთვის არის. გადაწყვეტილების გამოცხადება მოსამართლემ 30 აპრილამდე გადადო, დაწრმუნებული ვარ მათი მხრიდან სრულად იქნება გამოყენებული მაქსიმალური სანქცია, რაც არის ფინანსური, -განაცხადა სანიკიძემ.
ცნობისთვის, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, საპროტესტო აქციაზე დგომის გამო ასამართლებენ. სანიკიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროო გზის ხელოვნურად გადაკეტვაში ადანაშაულებს, რაც ხუთი ათას ლარიანი ჯარიმით ისჯება. ლევან სანიკიძეს უკვე შვიდი ჯარიმაა აქვს გამოწერილი.