შიშისგან ჭკუაზე არ ვართ, შეიძლება გავგუდულიყავით - მატარებლის მგზავრები
ოზურგეთიდან მომავალ სამგზავრო მატარებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს და ვაგონი, რომესაც ცეცხლი გაუჩნდა, ადგილიდან გაიტანეს. თუმცა ადგილზე რჩებიან რკინიგზის თანამშრომლები.
როგორც მგზავრები "პირველებთან" ამბობენ, ძლიერმა დაკვამლიანებამ ისინი პანიკაში ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე არავინ დაშავებულა, რამდენიმე მგზავრს ძლიერი ემოციის ფონზე სასწრაფო დახმარება მაიცნ დასჭირდა.
ამ წუთებში მგზავრების ნაწილი ალტერნატიულ ტრანსპორტს ელოდება.
მატარებელში ვიყავით ცეცხლი რომ გაჩნდა, დაიწყო პანიკა, გააჩერეს მატარებელი, ჩამოვედით, ახლა გვიშოვეს ტრანსპორტი და გვამგზავრებენ, მოკლედ გამოვასწარით. შიშისგან არავინ ვართ ჭკუაზე, როგორია როცა სიკვდილს როცა ელოდები, შეიძლება ხალხი გავგუდულიყავით", - ამბობს მგზავრი.