"სოლიდარობა მზია ამაღლობელს" - ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

25.04.25 18:23
"სოლიდარობა მზია ამაღლობელს" - ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება - გამოცემა "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დამფუძნებლისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ერას მოედანზე შეიკრიბნენ.

დემონსტრანტები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელის ოთხ კედელში გამომწყვდევა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის დატყვევებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, მოქალაქეები ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. 

მზია არის სიმბოლო საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის. ის არ არის ერთადერთი, ამ ქვეყანაში არის ბევრი ადამიანი, ვინც ქართულ ჟურნალისტიკას აგურ-აგურ აშენებდა და ერთ-ერთი მათგანი არის მზია. მზიას დატყვევება ნიშნავს ქართული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დატყვევებას. ქართული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დატყვევება თავისუფალი სახელმწიფოს დატყვევებას ნიშნავს. ჩვენ არ დავიღალეთ, ვიბრძვით თავდაუზოგავად და ვცდილობთ, ჩვენი ხმა ყველას გავაგონოთ". - განაცხადა ეთერ თურაძემ. 

მსგავსი სიახლეები