ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ ჭალადიდში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთ ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთ პირი კი დაშავდა. მისი მდგომარეობა მძიემა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.