დარღვევები სინდისის პატიმრების საქმეებში - საია დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს

დარღვევები სინდისის პატიმრების საქმეებში -ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 10 საქმე შეისწავლა და დაადგინა,რომ დაკავებულები ფიზიკური ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი არიან.
ანგარიშის თანახმად, 4 თვეზე მეტია, რაც სინდისის პატიმრები მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ, თუმცა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთი პირიც კი არ დაუსჯია და ერთი საქმის გამოძიებაც კი არ დაუსრულებია.
საიაში ამბობენ, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ბევრია - გატაცება, წამება, შეურაცხყოფა, დაშინება, ზეწოლა და მუქარა სასურველი ჩვენების მისაღებად - სინდისის 10 პატიმარი მათზე განხორციელებულ ძალადობაზე მოსამართლის წინ საუბრობდა, თუმცა, მოძალადეები კვლავ თავისუფლები არიან.
“სინდისის პატიმრებს ამ დრომდე არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი“
საიას შეფასებით, გამოძიებაც არასათანადო კვალიფიკაციით მიმდინარეობს და იმის ნაცვლად, რომ პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით იძიებდეს საქმეებს, პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომებს იკვლევს.