თავდასხმა მუქარის შემდეგ-სამოქალაქო აქტივისტს “ოცნების“ ტიტუშკები საკუთარ სოფელში გაუსწორდნენ

25.04.25 20:44
თავდასხმა მუქარის შემდეგ-სამოქალაქო აქტივისტს “ოცნების“ ტიტუშკები საკუთარ სოფელში გაუსწორდნენ

აქტივისტი, რომელიც “ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ აქციების აქტიური მონაწილეა და ყოველდღე რუსთაველზე დგას, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი აღდგომის დღეებში გახდა. სანდრო მამაგულაშვილს ორგანიზებული თავდასხმა მშობლიურ სოფელში, “ოცნების“ ტიტუშკებმა მოუწყვეს. სოფლის “ბირჟაზე“ ჩაუსაფრდნენ და სახლისკენ მიმავალ აქტივისტს მუშტებით და წიხლებით სცემეს.

ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე იყო არაერთი მუქარა. სანდრო მამაგულაშვილს, აქტიურობის გამო, თანასოფლელები ხშირად უთვლიდნენ, რომ დაისჯებოდა. ის ხელს მუკა შავერდაშვილს და ძმებ ოსაძეების ადებს. პოლიციამ იცის ვინ არიან პირები, ვინც ქარელში “ოცნების “სახელით ხალხს რეპრესიებს უწყობს, თუმცა რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს.

სანდრო მამაგულაშვილსს თავდასხმის დროს წაართვეს და დაუმტვრიეს ტელეფონი, რომ ოლიგარქის ტიტუშკების წინააღმდეგ მას ვიდეო მტკიცებულება არ ჰქონოდა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილი რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები