ქალზე მოძალადე პოლიციელი დაწინაურებულია - რონი მესხი ვახო გომელაურის პირველი მოადგილე გახდა

25.04.25 20:28
ქალზე მოძალადე პოლიციელი დაწინაურებულია - რონი მესხი ვახო გომელაურის პირველი მოადგილე გახდა

კაცი, რომელიც გამოძიებას ჩვენებას ახალგაზრდა აქტივისტისთვის თმით თრევის გამო უნდა აძლევდეს, რეჟიმმა დააწინაურა და შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა. რონი მესხი გომელაურმა პირველ მოადგილედ მისი ერთგული კადრის, შალვა ბედოიძის ნაცვლად ისე დანიშნა, რომ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ, რისთვის მოხსნეს ბედოიძე.

მოძალადე პოლიციელის დაწინაურების ახსნა საკუთარ თავზე შალვა პაპუაშვილმა აიღო. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ვახო გომელაურის ახალი პირველი მოადგილე მისი შვილის თანატოლ ქალს თმას არ ქაჩავს. 

გომელაურის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა ფოტოები, რომ ის სამსახურშია და თურქეთის პოლიციის უფროს შეხვდა, თუმცა არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ და არ განუმარტავთ საკადრო ცვლილებების მიზეზი.

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ მოძალადეების დაწინაურებით "ქართული ოცნება" აჩვენებს, რომ მისი რეჟიმის პირობებში აქტივისტებზე ძალადობა ფასდება. 

ქალებზე მოძალადე დაწინაურებულია - დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები