პროტესტის 150-ე დღეს ხალხი ქუჩაში ახალი სლოგანით გადის - თბილისში მრავალათასიანი მსვლელობისთვის ემზადებიან

"წადი" - ეს ერთი მოკლე და მთავარი სლოგანი, ხვალ იმ ათასობით ადამიანის ნებას გამოხატავს, რომლებიც თბილისში, უწყვეტი პროტესტის 150 დღეს, დიდ მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.
დღის ორ საათზე ხალხი დიდუბის მეტროსთან შეიკრიბება და თბილისის პროკურატურასთან საპროტესტო მსვლელობით წავა, შენობასთან სადაც არა ერთ მომიტინგე სინდისი პატიმრად აქციეს.
ქუჩაში არ გამოდიან მხოლოდ პატიმრების ოჯახის წევრები, ან აქტივისტები, ქუჩაში გამოვლენ სტუდენტები, ჟურნალისტები, მსახიობები, პენსიონერები, ხვალ, პროტესტის 150 დღეს, ადამიანების სურვილია, რეჟიმს აჩვენონ, რომ ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი არ ჩამქრალა.
მონაწილეები ფიქრობენ, რომ ხვალ აქციაზე მისვლა ყველაზე მოქალაქის ვალია, რადგან დუმილი უბრალოდ დანაშაულია. ხვალ გამოჩნდება, შეძლო თუ არა რეპრესიული კანონებით და ჯარიმებით, რეჟიმმა მოქალაქეების დაშინება.
პროტესტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ხვალ ქართული პროტესტის ისტორიაში ახალი ფურცელი გაჩნდება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს იძულებულს გახდის რეპრესიები და არალეგიტიმურად ქვეყნის მართვა დაასრულოს.