გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვი ნაცემი და ჩაკეტილი ჰყავდათ საღორეში - რა მოხდა სამეგრელოში?

25.04.25 21:11
გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვი ნაცემი და ჩაკეტილი ჰყავდათ საღორეში - რა მოხდა სამეგრელოში?

"პირველებისთვის" სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ 7 წლის ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში ჰყავდათ დამწყვდეული.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მცირეწლოვანმა გაქცევა მოახერხა და საშველად მეზობლად მცხოვრებ დიდ ბებიასთან მივიდა.

"პირველებისთვის" მოწოდებული ფოტოების თანახმად, არასრულწლოვანს დაზიანებები აღენიშნება. ერთ-ერთი ვერსიით, გაქცევის დროს ბიჭი სამართალდამცველებს შეხვდა, თუმცა მათთვის მომხდარის შესახებ არ უთქვამს. 

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომხდარის შესახებ ბებიამ გაიგო, რომელიც ემიგრაციაშია. სწორედ აღნიშნული ზარის საფუძველზე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობაში დედას და ბებიას ადებენ ხელს. უცნობია, გამოიკითხა თუ არა ძალადობაში მხილებული დედა, ან ბებია.