სპეცოპერაცია ოკუპირებულ ცხინვალში - დაკავებულია 11 პირი, ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერებები, იარაღი და 2 ბილეთი მოსკოვის მიმართულებით
11 დაკავებული, აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებები, იარაღი და ორი ბილეთი მოსკოვის მიმართულებით - ამ შედეგით დასრულდა მასშტაბური სპეცოპერაცია ოკუპირებულ ცხინვალში.
ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი აცხადებს, რომ სავარაუდო დანაშაულში მხილებული პირები მაღალი რანგის თანამდებობის პირზე თავდასხმას გეგმავდნენ. 11-ივე მათგანს მთელი ღამე კითხავდნენ ეგრედწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთანამშრომლები.
მედია წერს, რომ სპეცოპერაციას წინ უძღოდა შეიარაღებული პირების შეჭრა საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩოჩიევის ოფისში. არსებული ინფორმაციით, მას გარკვეული მოთხოვნები წაუყენეს და სცემეს.