თბილისში „თავისუფლების მარშისთვის" ემზადებიან

26.04.25 10:43
თბილისში „თავისუფლების მარშისთვის" ემზადებიან

თბილისში საპროტესტო აქციების 150-ე დღეს „თავისუფლების მარში გაიმართება - დღეს 14:00 საათზე ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მოქალაქეები მსვლელობას  მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებენ.  

"წადით" - ეს არის მთავარი გზავნილი, რომლის გარშემოც ხალხი ერთიანდება. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლა, რომელიც ივანიშვილის პარტიის დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს და ამ ქვეყანაში საბჭოთა რეპრესიებს დაასრულებს.  

დიდუბიდან დაწყებული მარშის მონაწილეები დემონსტრაციულად აპირებენ მისვლას პროკურატურასთან, რადგან მათი განცხადებით, ეს სწორედ ის უწყებაა, სადაც უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ საქმეები იკერება. 

ამ აქციების განმავლობაში ბევრი სხვადასხვა მარში ვნახეთ. ბევრი გამოვლენა ვნახეთ ჩვენი პროტესტის და პროტესტში ჩადებული ტალანტის. მაგრამ ახლა, განსაკუთრებულია, რაც აქ ხდება და ეს მარტო პარლამენტთან არ უნდა ყოს. ეს მოძრაობა უნდა ხდებოდეს გაუთავებლად. ჩვენ უნდა შევაწუხოთ ეს მართლა გამყიდველი, გამცემი, მოღალატე ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს გამანადგურებელია ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის. მე ის მომწონს, რომ ახალგაზრდები არ ჩერდებიან. დაიჭერენ 50, 5 000 გამოვა. რამდენსაც დაიჭერენ ათჯერ უფრო მეტი გამოვა. იქნება ძალიან ზუსტი სიგნალი იმისა, რომ ქართველები არ გავჩერდებით, სანამ ეს მოღალატეები, "ქოცები" არ მშორდებიან აქედან ქართული საზოგადოება ფარხმალს არ დაყრის ", - ამბობს გია ბუღაძე.