7 წლის ბავშვზე ძალადობა სამეგრელოში - რას ამბობენ სოფელში, სადაც პოლიციამ მომხდარზე დედა და ბებია დააკავა
სამეგრელოში, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დედა და ბებია ბრალის წარდგენას ელოდებიან - სოფელში კი სადაც საზარელი ფაქტი მოხდა, "პირველებს" უყვებიან, რომ დაინახეს, როგორ მივიდა პოლიცია მეზობელთან და როგორ დაადეს ხელბორკილები ორ ქალს.
ადგილობრივების თქმით, 7 წლის ბავშვის დედა ბაღში მუშაობს, ბებია კი პენსიონერია.
გავიგე რომ ბებიას უცემია და გაპარულა მეორე ბებიასთან. იმისთანა მზრუნველი იყო ეს ბებია, ვტირიდი მე. ბებია პენსიონერია, დედა ბაღში მუშაობდა, ბაღის გამგის მოადგილეა მგონი", - ამბობს ადგილობრივი.
"პირველებმა" გაარკვია, რომ არასრულწლოვანის მამა ემიგრაციაშია და ახლა ის ძალადობვაში მხილებული ქალების უმკაცრესად დასკას ითხოვს. "ტვ პირველი" ასევე ესაუბრა მეორე ბებიასაც, რომელმაც პოლიციაში დარეკა და მის ინეტრვიუს 13:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებასი იხილავს მაყურებელი.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მოზარდზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.
"პირველების" ინფორმაციით, 7 წლის ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში ჰყავდათ დამწყვდეული.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მცირეწლოვანმა გაქცევა მოახერხა და საშველად მეზობლად მცხოვრებ დიდ ბებიასთან მივიდა.