"პროტესტის კერა არ არის მხოლოდ რუსთაველის გამზირი, პროტესტის კერა უნდა იყოს ყველგან"- ლუკა ჭოხონელიძე

26.04.25 13:40
"პროტესტის კერა არ არის მხოლოდ რუსთაველის გამზირი, პროტესტის კერა უნდა იყოს ყველგან"- ლუკა ჭოხონელიძე

პროტესტის 150-ე დღე საქართველოში - თბილისში დაანონსებულ, შეკრებამდე საათზე ნაკლები რჩება - 14:00 საათზე ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მოქალაქეები მსვლელობას მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებენ.

  • დიდუბიდან დაწყებული მარშის მონაწილეები დემონსტრაციულად აპირებენ მისვლას პროკურატურასთან, რადგან მათი განცხადებით, ეს სწორედ ის უწყებაა, სადაც უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ საქმეები იკერება.

მსვლელობის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

"წადით" - ეს არის დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილი. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლაა.

პროტესტის კერა არ არის მხოლოდ რუსთაველის გამზირი და არ არის მხოლოდ პარლამენტთან. პროტესტის კერა შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას, მათ შორის იმ ადგილას, სადაც ადამიანი და ოპოზიციონერი ცხოვრობს. მათ შორის ამის გამოხატულებაა დღევანდელი მიტინგი და ნებისმიერი ასეთი მსვლელობა, ნებისმიერი ასეთი მარში იქნება ვფიქრობ მამოტივირებელი ამბავი პოლიტპატიმრებისთვის. ძალიან, საჭირ-ბოროტო საკითხია, რომ ამ პროცესში უნდა დაიბადოს ახალი ძალა, თორემ ესენი პროცესით თუ წავიდეთ წინ ვერ გავალთ ფონს", - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე.

მსგავსი სიახლეები