"გაყევით ღარიბაშვილს" - დიდუბეში აქციის მონაწილეები მსვლელობისთვის ემზადებიან

26.04.25 14:23
"გაყევით ღარიბაშვილს" - დიდუბეში აქციის მონაწილეები მსვლელობისთვის ემზადებიან

პროტესტის 150- ე დღე საქართველოში - თბილისში, დიდუბის მეტროს მიმდებარედ მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ცოტა ხანში მსვლელობით პროკურატურასთან გადაინაცვლებენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლაა, სწორედ ამიტომ მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

გაჰყევით ღარიბაშვილს - ეუბნება რეჟიმის წარმომადგენლებს სინდისის პატიმრის, არჩილ მუსელიანცის ოჯახის წევრი, რომელიც ამ დიდუბეში აქციაზე იმყოფება. 

მსველობას სინდისის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძეც შეუერთდაება. ის ამ წუთებში სხვა მოქალაქეებთან ერთად აქციაზე იმყოფება.

 მე ვუერთდები ყველა პროტესტს. არ დასრულდება პროტესტი, ადგილობრივ არჩევებს ესენი ვერ ჩაატარებენ. სანამ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას არ დატოვებს, ეს ჭორვილელი ვირთხა მანამდე არ გავჩერდებით და როცა ის წაბრძანდება და გიყვებიან დანარჩენი ვირთხუშკები მერე დალაგდება საქართველოში სიტუაცია. მე ვიბრძოლებ ბოლომდე", - ამბობს მარიზი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები