დიდუბეში, სადაც აქცია მიმდინარეობს, დაკავების მანქანები გამოჩნდნენ
დიდუბეში, სადაც აქცია მიმდინარეობს, დაკავების მანქანები გამოჩნდნენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
დღეს აქციის 150-ე დღეა - აქციის მონაწილეები ცოტა ხანში მსვლელობით პროკურატურასთან გადაინაცვლებენ.
აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლაა, სწორედ ამიტომ მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.