წადით! - დიდუბიდან აქციის მონაწილეების მსვლელობა დაიწყო

26.04.25 15:03
წადით! - დიდუბიდან აქციის მონაწილეების მსვლელობა დაიწყო

დიდუბიდან პროკურატურამდე საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - "დათმეთ მიტაცებული ძალაუფლება და წადით" - ამ მოწოდებით გავიდა დღეს ხალხი ქუჩებში.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლა, რომელიც ივანიშვილის პარტიის დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს და ამ ქვეყანაში საბჭოთა რეპრესიებს დაასრულებს.  

ქუჩაში დგანან პროევროპულ აქციაზე დაკავებული ახალაგაზრდების მშობლები, ხელოვანები,  ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეებიც.

მსგავსი სიახლეები